სხვა ამბები

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნის მორიგი ფრე

მატჩი ფლანგზე ერნანდეზის შეცდომით დაიწყო, მაგრამ მეტოქის ჩაწოდება ნოიერმა გაანეიტრალა. მე-5 წუთზე ბაიერნი აშკარა გოლს გადაურჩა, ახლო დუელში ნოიერმა კრამარიჩს აჯობა. ლამაზი კომბინაციის შემდეგ გნაბრიმ გაისროლა, მაგრამ მეკარემ ბურთის მოგერიება მოახერხა. მე-13 წუთზე ფოგთმა ბურთი საკუთარ კარებში ჩაჭრა, მაგრამ ჰოფენჰაიმი გოლისგან ძელმა იხსნა. მიულერის ჭკვიანური დარტყმა, მაგრამ მეკარემ ისევ იყოჩაღა, მხოლოდ კუთხური. საშუალო დისტანციიდან ზანემ გაისროლა, ბურთი კარებს გვერდიდან ასცდა. 27-ე წუთზე მიულერმა ბურთი შეაგდო, მაგრამ გოლი ოფსაიდის გამო არ ჩაითვალა. გნაბრი გადაცემის შესრულების მომენტში თამაშ გარე სიტუაციაში იმყოფებოდა. 32-ე წუთზე ჰოფენჰაიმმა ანგარიში გახსნა, ნოიერი მოძრაობაზე დაიჭირეს და უძლური აღმოჩნდა. ზულეს თაურ დარტყმას ბაუმანი მშვიდად დაეუფლა. მიულერის მორიგი გოლი ოფსაიდის გამო არ ჩაითვალა. პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში ლევანდოვსკიმ ჰოფენჰაიმის კარები აიღო. კუთხურის ჩაწოდების შემდეგ პოლონელმა თაური დარტყმით ბურთი შეაგდო, 1:1! შესვენებაზე გუნდები ამ ანგარიშით გავიდნენ.

მეორე ნახევარი ლევანდოვსკის გოლით დაიწყო, რომელიც ისევ ოფსაიდის გამო არ ჩაითვალა. მიულერმა დასარტყმელ პოზიციაზე ზანე გაიყვანა, მაგრამ ლეროიმ შორეულ კუთხეს ააცილა. გნაბრის და ზანეს ორსვლიანი კომბინაცია, ბაუმანმა ბურთი კუთხურზე მოიგერია. 58-ე წუთზე კრამარიჩის მორიგ დარტყმას ნოიერი დაეუფლა. საშუალო დისტანციიდან კომანმა დაარტყა, ბაუმანმა ბურთი დაიჭირა. გნაბრის და მუსიალას მომენტები გოლით არ დასრულდა. პირველმა ბურთი ძელს გაარტყა, მეორემ კარებს ააცილა. მიულერის დარტყმის შემდეგ ჰოფენჰაიმი გოლს სასწაულად გადაურჩა. 79-ე წუთზე გოლს უკვე ბაიერნი გადაურჩა. ნოიერმა სახიფათო დარტყმა მოიგერია. ჩუპო მოტინგის თაური დარტყმა, კარებს ოდნავ ასცდა. ბოლი წუთზე ჰოფენჰაიმს კარგი მომენტი ჰქონდა, მაგრამ ნოიერი ბურთს ადგილზე დახვდა. ბაიერნმა ისევ ვერ მოიგი, 1:1. შემდეგ ტურში მიუნხენელები უნიონს უმასპინძლებენ.


12-03-2022