სხვა ამბები

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ნაგელზმანის წინა სამატჩო კომენტარები

"ყველაფერი თითქმის კარგად არის. შემადგენლობაში ცვლილებებია. ჩვენ კორექტივები შევიტანეთ. მაგრამ სასტარტო შემადგენლობას ჯერ არ დავასახელებ".

"სებასტიან ჰიონესი მშვენიერი მწვრთნელია. ახლო მეგობრობა არ გვაკავშირებს, მაგრამ ერთმანეთს ვურეკავთ და მესიჯებს ვუგზავნით. მოხარული ვარ, რომ მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ზონაში იმყოფება".

"მუსიალა კარგად პროგრესირებს, უფრო საიმედო ფეხბურთელი გახდა. მშვენიერი შემტევი თვისებები გააჩნია. მოხარულები ვართ, რომ ჩვენს რიგებში თამაშობს".

"ჰოფენჰაიმმა უკანასკნელი 4 მატჩი მოიგო. ძალიან კარგი სტატისტიკა აქვთ. პირველი წრის შემთხვევაში აქტიურ პრესინგს მიმართავდნენ. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ".


11-03-2022