სხვა ამბები

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

ბაიერნი, როგორც წესი, ჩემპიონთა ლიგის შეხვედრების შემდეგ, ბუნდესლიგაში წარმატებულად თამაშობს. მიმდინარე სეზონში რეკორდმაისტერმა 7 მატჩიდან 6 მოიგო. ერთ-ერთი მათგანი ზუსტად ჰოფენჰაიმის წინააღმდეგ იყო (4:0).

შაბათს ბუნდესლიგის ფარგლებში ბაიერნი თავის 1934-ე მატჩს გამართავს და ამ მაჩვენებლით ბრემენის ვერდერს გაუტოლდება. შემდეგ კვირას რეკორდმაისტერი მატჩების რაოდენობის მიხედვით ახალ რეკორდს დაამყარებს. 1933 შეხვედრიდან მიუნხენელებმა 1163 მოიგეს (417 ფრე და 353 მარცხი).

მიმდინარე ჩემპიონატში ბაიერნი სატურნირო ცხრილში მყოფ ზედა ნაწილში მყოფი გუნდების წინააღმდეგ წარმატებულად ასპარეზობს. ნაგელზმანის შეგირდებმა 5 გასვლითი მატჩი მოიგეს, რომლებშიც 21 ბურთი გაიტანეს.

მიმდინარე ჩემპიონატში ლევანდოვსკიმ გასვლით მატჩებში უკვე 16 გოლი მიითვალა. ამ მაჩვენებლით პოლონელი ერთი ბურთით ტიმო ვერნერს და იუპ ჰაინკესს ჩამორჩება. რობერტს რეკორდის დასამყარებლად რამდენიმე გასვლითი მატჩი თადარიგში კიდევ დარჩა.

შაბათს, მინდორზე გამოსვლის შემთხვევაში, ჯამალ მუსიალა ბაიერნის რიგებში საიუბილეო 50-ე მატჩს გამართავს. მუსიალა პირველი ფეხბურთელი იქნება, რომელსაც 19 წლის ასაკში ამდენი შეხვედრა დაუგროვდება. 49 ჩატარებულ მატჩში "Bambi"-ს აქტივში 9 გოლი და 5 ასისტი აქვს.

უკანასკნელი 5 შეხვედრიდან ბაიერნმა ჰოფენჰაიმს 4 მოუგო. საერთო სტატისტიკა შემდეგია: 18 გამარჯვება, 5 ფრე და 4 მარცხი.


10-03-2022