სხვა ამბები

  • 30-11--0001

ახალი ამბები

მატჩისშემდგომი ფაქტები და სტატისტიკა

ტურნირის მეოთხედფინალურ სტადიაზე ბაიერნი უკვე მე-20 გავიდა. არც ერთ სხვა გუნდს ესეთი მაჩვენებლისთვის ჯერ არ მიუღწევია. ჩემპიონთა ლიგაზე ბაიერნმა უკანასკნელი 13 შეხვედრიდან 12 მოიგო.

ჩემპიონთა ლიგაზე მანუელ ნოიერმა 104-ე მატჩი ჩაატარა. კაპიტანმა ოლივერ კანს გადაუსწრო (103 შეხვედრა). უფრო მეტი მატჩი მხოლოდ ფილიპ ლამს (105) და თომას მიულერს (132) აქვთ.

თომას მიულერი ბურთებს ბუნდესლიგაში, ნაკრებში და ახლა ჩემპიონთა ლიგაზეც იტანს. ვეტერანმა ზალცბურგთან შეხვედრაში დუბლი მიითვალა. ტურნირში მიულერს უკვე 4 გოლი დაუგროვდა.

ლეროი ზანემ მიულერს ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. 26 წლის ფეხბურთელს უკვე 6 გოლი და 6 ასისტი დაუგროვდა. მიმდინარე გათამაშებაში არც ერთ ფეხბურთელს ესეთი შედეგისთვის ჯერ არ მიუღწევია.

უკანასკნელ 5 შეხვედრაში კომანი მონაწილეობას გუნდის საგოლე შეტევებში ღებულობს. ფრანგმა 2 გოლი და 3 ასისტი მიითვალა.


09-03-2022