სხვა ამბები

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნმა ზალცბურგი გაანადგურა!

მეორე წუთზე ბაიერნმა პირველი შეტევა განახორციელა. ლევანდოვსკის დარტყმა მეკარემ მოიგერია. ზალცბურგმა ბაიერნს ეგრევე უპასუხა, მიუნხენელები გოლს კომანმა გადაარჩინა, რომელმაც ვარდნაში ბურთი კუთხურზე მოიგერია. საშუალო დისტანციიდან ზანემ გაისროლა, მაგრამ არაზუსტად. 11-ე წუთზე ლევანდოვსკიზე დაჯარიმდნენ, მსაჯმა პენალტი დანიშნა. პოლონელმა დარტყმა ცივსისხლიანად გამოიყენა, 1:0! მე-20 წუთზე მორიგი ჯარიმა ლევანდოვსკიზე, მორიგი პენალტი და პოლონეთის მორიგი გოლი, 2:0! თითქმის ეგრევე ლევანდოვსკიმ მესამე ბურთი გაიტანა, 3:0! 12 წუთში ჰეთ-ტრიკი! 30-ე წუთზე ზალცბურგის რბევა გაგრძელდა. ამჯერად გოლი გნაბრიმ მიითვალა, 4:0! 37-ე წუთზე ხელსაყრელი პოზიციიდან ლევანდოვსკიმ ააცილა. პავარის თაურის შემდეგ ბურთი კარებს ოდნავ ასცდა. პირველი ნახევარი ამ ანგარიშით დასრულდა.

მეორე ტაიმი ლევანდოვსკის დარტყმით დაიწყო, მცველებმა დაბლოკეს და ბურთი კუთხურზე გადავარდა. 55-ე წუთზე მიულერმა მეხუთედ აიღო ზალცბურგის კარები, 5:0! თომასმა საჯარიმოს მიდამოებიდან მეკარესთვის აუღებელი დარტყმა შეასრულა. ლევანდოვსკის დარტყმა საჯარიმოს შესრულების შემდეგ კარებს ზემოდან ასცდა. 70-ე წუთზე ზალცბურგმა ერთი ბურთი შეაგდო, 5:1. მიულერის კარგი გადაცემის შემდეგ ზანეს მეკარემ დაასწრო. 84-ე წუთზე ლამაზი კომბინაციის შემდეგ დუბლი მიულერმა მიითვალა, 6:1! საგოლე გადაცემა ზანემ მიითვალა. თითქმის ეგრევე ლეროიმ ანგარიში 7:1 გახადა! საგოლე პასი ლევანდოვსკიმ მიითვალა. ბაიერნი მეოთხედფინალში გავიდა. გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა! შაბათს ბუნდესლიგის 26-ე ტურში გასვლაზე რეკორდმაისტერი ჰოფენჰაიმს დაუპირისპირდება.


09-03-2022