სხვა ამბები

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ნაგელზმანის წინა სამატჩო კომენტარები

"ნოიერი თამაშს შეძლებს იმ შემთხვევაში, თუ ღამის განმავლობაში მას ნეგატიური რეაქცია არ ექნება. ულრაიჰმა თავი კარგად წარმოაჩინა, მაგრამ, რათქმაუნდა, ხვდება, რომ ბაიერნი ცვლილებებს იწყებს".

"განსხვავებული შეხვედრის ჩატარება გველის. ყველასგან სრულ მოტივაციას ვითხოვ. დიდი იმედი მაქვს, რომ კარგ თამაშს ვაჩვენებთ".

"ვფიქრობ, რომ სამშაბათს იგივე თამაში იქნება, რაც პირველ მატჩში ვიხილეთ. ზალცბურგი მაღალ დაცვას მიმართავს. ბოლოსკენ მეტოქეს დაღლა დაეტყო. სრული მატჩის განმავლობაში ტემპის შენარჩუნება გვმართებს".

"ლეროი ზანე უმაღლეს დონის ფეხბურთელია. მის გამოყენებაზე უარის თქმა ძალიან არ მიყვარს. ლეროის მატჩის მოგება საკუთარი ძალებით შეუძლია. მე მას სრულიად ვენდობი".

"ზალცბურგს კარგი გუნდი ჰყავს. სკაუტების სისტემა მშვენივრად მუშაობს, რომელიც ახალ ნიჭიერ ფეხბურთელებს პოულობს".


07-03-2022