სხვა ამბები

ახალი ამბები

მხოლოდ, 1:1...

შეხვედრა ბაიერნის შეტევებით დაიწყო, მაგრამ ლევერკუზენის ფეხბურთელები საკუთარ შანსს კონტრშეტევებზე ელოდებოდნენ. მერვე წუთზე მომენტი ადლის შეექმნა, მან შორეულ კუთხეს ააცილა. კომანის გარღვევა არაზუსტი ჩაწოდებით დასრულდა. პავარის ლამაზი დარტყმა კარებს ზემოდან ასცდა. მე-16 წუთზე ხელსაყრელი პოზიციიდან ლევანდოვსკიმ ბურთი მიულერს გაარტყა, რის შემდეგაც სახიფათო მომენტი განიავდა. მაგრამ თითქმის ეგრევე, კუთხურის ჩაწოდების და საჯარიმოში ბრძოლის შემდეგ ზულემ ძლიერი დარტყმით ბურთი კარებში გადააგზავნა. მეკარე უძლური აღმოჩნდა, 1:0! საშუალო დისტანციიდან მიულერმა გაისროლა, ბურთი კარებს გვერდიდან ასცდა. გნაბრი ფლანგიდან შეიჭრა, მაგრამ მას არაზუსტი დარტყმა გამოუვიდა. ვირცის სახიფათო მომენტი, პავარმა ბურთი კუთხურზე გადააგდო. 36-ე წუთზე საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ თომას მიულერმა ბურთი საკუთარ კარებში ჩაჭრა, 1:1... თითქმის ეგრევე ბურთის გატანა ლევანდოვსკის შეეძლო, მაგრამ მისი თაური დარტყმა კარებს ზემოდან ასცდა. ორი მომენტი მეტოქემ შექმნა, მაგრამ ჯერ ძელს გაარტყეს, მეორეში კი კარებს ააცილეს. ტაიმის მიწურულს ლევერკუზენი წინ უნდა გასულიყო, მაგრამ ბაიერნი ულრაიჰმა გადაარჩინა. კომპენსირებულ დროში მახვილი კუთხიდან კარებს გნაბრიმ ვერ გაარტყა. პირველი ნახევარი ამ ანგარიშით დასრულდა.

მეორე ნახევარი მუსიალას დარტყმით დაიწყო, ჰრადეცკიმ ბურთი კუთხურზე მოიგერია, რომლის ჩაწოდებამ ბაიერნს დივიდენტები არ მოუტანა. ლევანდოვსკის დარტყმა ძლიერი არ გამოვიდა, მეკარემ ბურთი მშვიდად დაიჭირა. ზულეს შეცდომის შემდეგ დასარტყმელ პოზიციაზე ვირცი გაიყვანეს, რომელმაც ახლო დისტანციიდან კარებს ააცილა და ორთაბრძოლაში ფეხი იტკინა. რიჩარდსის თაური დარტყმის შემდეგ ბურთმა შორეულ კუთხესთან ჩაიარა. ზულეს ქუსლის დარტყმის შემდეგ ბურთი კარებს ზემოდან ასცდა. ორთაბრძოლაში უხეში თამაშის გამო კომანმა ყვითელი ბარათი მიიღო. ლევანდოვსკის მორიგი თაური დარტყმა, ისევ არაზუსტად. 86-ე წუთზე ლევერკუზენის კონტრშეტევა მხოლოდ ულრაიჰმა შეაჩერა. მატჩი ანგარიშით 1:1 დასრულდა.

სამშაბათს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური სტადიის გამეორებით შეხვედრაში, რომელიც ალიანც არენაზე ჩატარდება, ბაიერნი ზალცბურგს უმასპინძლებს. პირველი მატჩი ანგარიშით 1:1 დასრულდა.


05-03-2022