სხვა ამბები

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ნაგელზმანის წინა სამატჩო კომენტარები

"პარასკევს ნოიერმა გუნდთან ერთად ივარჯიშა. კარგად გამოიყურება, მაგრამ ლევერკუზენის წინააღმდეგ სათამაშოდ მზად ჯერ არ არის".

"გორეცკას პროგრესი აქვს. იმედი მაქვს, რომ 1-2 კვირაში საერთო ჯგუფს შეუერთდება".

"ბოლო დღეების განმავლობაში ზაბიცერი გაციებული იყო. ახლა თავს უკეთ გრძნობს. ზარრი და სტანიშიჩი განაცხადში იქნებიან. დეივისი კარგ გზას ადგას. მას გამოკვლევა ჩაუტარდება. მოთმინება გვმართებს. მას 1-2 კვირა დასჭირდება".

"ლევერკუზენის წინააღმდეგ თამაში სრული კონცენტრაციით გვმართებს. ძალიან სწრაფი გუნდია. დარწმუნებული ვარ, რომ წნეხში მოგვაქცევენ, მაგრამ მაინც სიღრმეში იდგებიან".

"ცენტრში როკას, მუსიალას და მიულერის გამოყენება შეგვიძლია. მატჩის დაწყების ამ საკითხს გადავწყვიტავთ".

"ზულეს მდგომარეობას დავაკვირდებით. კარგად ივარჯიშა და მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა. შაბათს თამაშს შეძლებს, სავარაუდოდ".

"რა თქმა უნდა, დეივისის სიჩქარე გვაკლია, მაგრამ უკან საკმაოდ სწრაფად ვბრუნდებით. პირველი წრის შეხვედრაში 3 ბურთი კონტრშეტევებზე გავიტანეთ".

"მომდევნო კვირების განმავლობაში საინტერესო შეხვედრებს ზალცბურგის და ჰოფენჰაიმის წინააღმდეგ გავმართავთ. გუნდში კარგი ატმოსფერო სუფევს".


04-03-2022