სხვა ამბები

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

ბაიერნმა ლევერკუზენს 85 შეხვედრიდან 51 მოუგო (18 ფრე და 16 მარცხი). მიუნხენელების მოგებათა სერია უკვე 4 მატჩს შეიცავს.

პირველი წრის შეხვედრა, რომელიც ბაიარენაზე შედგა, რეკორდმაისტერმა ფარმაცევტებისგან ქვა ქვაზე არ დატოვეს (5:1).

ბაიერნის შედეგიანი სერია უკვე 71 შეხვედრას შეიცავს. საკუთარ კედლებში მიუნხენელები ლევერკუზენელებს მინიმუმ ერთ ბურთს ზედიზედ 31 მატჩში უტანენ. უკეთესი სერია რეკორდმაისტერს მხოლოდ ჰამბურგის წინააღმდეგ აქვს (39 მატჩი).

24 ტურის შემდეგ ბაიერნს აქტივში 75 გოლი, ლევერკუზენს კი 63 გოლი აქვთ, რაც ორივე გუნდისთვის რეკორდული მაჩვენებელია. ბაიერნმა კარების მიმართულებით 203 დარტყმა განახორციელა, ლევერკუზენს - 150 აქვს. მეორე წრეში მაჩვენებლები შემდეგია: მიუნხენელებს 64 დარტყმა, ფარმაცევტებს კი ორით ნაკლები აქვთ.

შაბათს ერთმანეთს ჩემპიონატის საუკეთესო დისპეტჩერები შეხვდებიან - მიულერი (16 ასისტი) და ვირცი (10 ასისტი). ბომბარდირების დუელი ლევანდოვსკისა და შიკის შორის არ შედგება, რადგანაც ჩეხ ფორვარდს ტრავმა აქვს.

მიმდინარე ჩემპიონატში ბაიერნმა წესები მხოლოდ 209 ჯერ დაარღვია, ლევერკუზენს - 251 აქვს, რაც მეორე მაჩვენებელია. მიუნხენელებს 20 ყვითელი აქვთ პასივში. ამ მიმართულებით ფარვაცევტები წინ არიან - 53 გაფრთხილება.


02-03-2022