სხვა ამბები

  • 30-11--0001

ახალი ამბები

მატჩისშემდგომი სტატისტიკა

შაბათს საღამოს ბაიერნმა, ფრანკფურტის წინააღმდეგ შეხვედრაში, ორთაბრძოლების 65,7% მოიგო. მიმდინარე ჩემპიონატში ეს საუკეთესო მაჩვენებელია.

24 ტურის შემდეგ რეკორდმაისტერს 58 ქულა დაუგროვდა. უკეთესი შედეგი მიუნხენელებს მხოლოდ 2017/18 წწ. დაუფიქსირდათ - 60 ქულა.

შაბათს საღამოს ბაიერნმა მე-8 "მშრალი" მატჩი ჩაატარა. ჩემპიონატში "წითლებს" საუკეთესო შედეგი აქვთ.

მიმდინარე ჩემპიონატში ლეროი ზანემ ბაიერნის 75-ე ბურთი შეაგდო. ბუნდესლიგის ისტორიაში 24 ტურის შემდეგ ესეთი შედეგისთვის ჯერ არც ერთ გუნდს არ მიუღწევია. ბაიერნის რეკორდული სერია გრძელდება - მიუნხენელებმა გოლი ზედიზედ 71 მატჩში მიითვალეს (სულ 216 გატანილი ბურთი).

გასვლაზე ბაიერნმა ფრანკფურტს პირველად 2018 წლის დეკემბრიდან მოუგო. ნაგელზმანმა "არწივები" პირველად დაამარცხა (4 მატჩი მოგების გარეშე).


27-02-2022