სხვა ამბები

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნმა 3 ქულა მოიპოვა

პირველი შანსი ბაიერნს უკვე მესამე წუთზე ჰქონდა. პავარმა ახლო დისტანციიდან კარებს ზემოდან ააცილა. 4 წუთში მომენტი ფრანკფურტს შეექმნა, ბაიერნი რეალურ გოლს გადაურჩა, კოსტიჩმა კარებს ვერ გაარტყა. კიმიხის ჩაწოდებას მუსიალას თავური მოჰყვა, მაგრამ იუბილარმა კარებს ზემოდან გადააცილა. ისევ კოსტიჩის დარტყმა, მაგრამ ულრაიჰმა ბურთი მოიგერია. პავარის გამჭოლ გადაცემას გნაბრი ვერ შევწდა. 24-ე წუთზე კომანმა გაისროლა, ტრაპმა ბურთი კუთხურზე მოიგერია. ლევანდოვსკი გოლისგან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ მისმა თაურმა კუთხისგან ძალიან ახლოს ჩაიარა. კიმიხის უძლიერესი დარტყმა ტრაპმა კომანზე მოიგერია, რის შემდეგაც ფრანგმა ბურთი მეკარეს სახეში გაარტყა. კევინს დახმარება გაუწიეს, რასაც პაუზა მოჰყვა. ტაიმი გნაბრის არაზუსტი დარტყმით დასრულდა.


მეორე ნახევარი ზულეს ლამაზი ფანდით დაიწყო, რომლითაც მცველმა სახიფათო მომენტი გაანეიტრალა. 53-ე წუთზე მასპინძლების მცველმა გუნდი უბრალოდ გადაარჩინა, მან ბურთი კარის ხაზიდან თავით კუთხურზე მოიგერია. 60-ე წუთზე ლევანდოვსკის დარტყმა ტრაპმა გმირულად მოიგერია. ლევანდოვსკი ისევ, ტრაპმა ბურთი დაიჭირა. 70-ე წუთი კიმიხის გენიალური გადაცემის შემდეგ, შეცვლაზე შემოსულმა ზანემ ანგარიში გახსნა, 0:1! მატჩის დასრულებამდე ანგარიში აღარ შეცვლილა. მიუნხენელებმა ძალიან კარგი შეხვედრა ჩაატარეს. შემდეგ ტურში რეკორდმაისტერი ლევერკუზენს უმასპინძლებს.


27-02-2022