სხვა ამბები

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ნაგელზმანის წინა სამატჩო კომენტარები

"ვფიქრობ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალის გადატანა პარიზში UEFA-ს მხრიდან სწრაფი და სწორი გადაწყვეტილება იყო".

"თომასი თავს კარგად გრძნობს. ჯერ უცხობია, მინდორს როდის დაუბრუნება. მის შემცვლელად ჯამალ მუსიალას ვხედავ, რომელიც ვარჯიშებზე კარგად გამოიყურება. ვნახოთ, სრული მატჩის ჩატარებას თუ მოახერხებს, რადგანაც მას ვარჯიშები ჰქონდა გამოტოვებული".

"შაბათის მატჩს მიულერის გარდა, ნოიერი, გორეცკა, დეივისი და ტოლისო გამოტოვებენ. ნოიერი და გორეცკა კარგ გზას ადგანან, მათ მუხლები უკვე არ აწუხებთ".

"შაბათს კინგზლი კომანი და ლიუკა ერნანდეზი შემადგენლობას დაუბრუნდებიან".


"მომდევნო 5 შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. 6-ქულიანი უპირატესობის შენარჩუნება გვსურს. ფრანკფურტს ძალიან კარგი მწვრთნელი ჰყავთ. გუნდს ცუდი სტარტი ჰქონდა, მაგრამ შემდეგ კარგ თამაშს აჩვენებდნენ".


25-02-2022