სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ჯონათან ტა პირველ ნაკრებს შეუერთდა

პარასკევს U21 ასაკობრივმა ნაკრებმა ნორვეგიას ანგარიშით 2:1 სძლია და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. ლიოვის და კუნცის შეთანხმების შედეგად ჯონათან ტა ამსტერდამში გაფრინდა, სადაც პირველ ნაკრებს შეუერთდება.

შეგახსენებთ, რომ სამშაბათს ლიოვის შეგირდები გასვლაზე საფრანგეთს შეხვდებიან.

"პირველ რიგში მიხარია, რომ ევროპის ჩემპიონატის საგზური მოვიპოვეთ. ეს ძალიან კარგ სტილში შევასრულეთ, ძლიერი ნორვეგიის ნაკრები დავამარცხეთ. ასევე ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ პირველ ნაკრებში გამომიძახეს. იმედი მაქვს, რომ საფრანგეთთან მატჩში სათამაშო დრო მომეცემა", აღნიშნა U21-ის ასაკობრივი ნაკრების კაპიტანმა ჯონათან ტამ.


13-10-2018