სხვა ამბები

  • 30-11--0001

ახალი ამბები

კომანი: გამარჯვება გვსურდა, მაგრამ არ წავაგეთ

ზალცბურგის წინააღმდეგ შეხვედრაში კინგზლი კომანმა ძალიან მნიშვნელოვანი გოლი მიითვალა. 89-ე წუთზე მიულერის გადაცემის შემდეგ ფრანგმა ანგარიში გაათანაბრა, 1:1.

8 მარტს ალიანც არენაზე რეკორდმაისტერი საპასუხო შეხვედრაში ზალცბურგს უკვე ნორმალური შედეგით უმასპინძლებს.

აღსანიშნავია, რომ მიულერმა მორიგი ასისტი მიითვალა. მიმდინარე სეზონში ვეტერანს უკვე 19 შედეგიანი გადაცემა დაუგროვდა. არც ერთ სხვა ფეხბურთელს, ევროპის მოწინავე 5 ჩემპიონატში, ამ შედეგისთვის არ მოუღწევიათ.

უკანასკნელ 4 შეხვედრაში კომანმა გოლი + პასის სისტემით 4 ქულა დააგროვა. ფრანგმა ბურთი შეაგდო და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ბაიერნმა ვინგერთან მიმდინარე კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა.

"ძალიან მნიშვნელოვანი ბურთი გავიტანე. შეხვედრის განმავლობაში ბევრი რამ არ გამომდიოდა, მაგრამ ხელები არ ჩავუშვი. აქ გამარჯვების მოპოვება გვსურდა, მაგრამ მატჩი არ წავაგეთ. მიუნხენში საკუთარი გულშემატკივრების წინაშე რეალური შანსები გაგვაჩნია", აღნიშნა კომანმა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში, ბაიერნის წაუგებელი სერია გასვლით შეხვედრებში უკვე 22 მატჩს უდრის.


17-02-2022