სხვა ამბები

  • 30-11--0001

ახალი ამბები

კომანმა გუნდი გადაარჩინა!

შეხვედრა ზულეს შეცდომით დაიწყო, მაგრამ მცველებმა საფრთხე ერთობლივად გაანეიტრალეს. მეხუთე წუთის შემდეგ უპირატესობას ზალცბურგი დაეუფლა. მასპინძლებმა ორი კუთხური ჩამოაწოდეს. პირველი მომენტი გნაბრიმ შექმნა, მაგრამ მისი დარტყმა მეკარემ მოიგერია. მე-17 წუთზე მიულერის თაური კარებს ასცდა. კომანია არც ისე ძლიერ დარტყმას მეკარე დაეუფლა. 22-ე წუთზე ზალცბურგმა ანგარიში გახსნა, 1:0... 3 წუთში ულრაიჰმა გუნდი მეორე გაშვებულ ბურთს გადაარჩინა. 30-ე წუთზე ზანემ შორეულ კუთხეს ოდნავ ააცილა. გნაბრის ორ დარტყმას მცველი გადაეღობა, კომანის თაურს მეკარე დაეუფლა. შესვენებაზე გუნდები ამ ანგარიშით გავიდნენ.

მეორე ნახევარი კომანის არაზუსტი დარტყმით დაიწყო. ფრანგი შორეულ ცხრიანს უმიზნებდა, მაგრამ ააცილა. გნაბრის თაური მეკარემ უპრობლემოდ დაიჭირა. გნაბრის მაკრატელა ბურთი მიულერს მოხვდა. კომანის დარტყმას მცველი გადაეღობა. ისევ ფრანგის გარღვევა, მაგრამ მეკარემ ბურთი კუთხურზე მოიგერია, რომელიც უშედეგო გამოდგა. 78-ე წუთზე ზალცბურგი გოლისგან მეკარემ გადაარჩინა. ბაიერნს კარგი კონტრშეტევა გამოუვიდა... პირველად შეხვედრაში. 83-ე წუთს გოლს უკვე ბაიერნი გადაურჩა, პავარმა ბურთი ცარიელი კარებიდან გამოიტანა. ორ წუთში გაფრთხილება კომანმა მიიღო. 90-ე წუთზე ფრანგმა ანგარიში გაჰქვითა. ახლო მანძილიდან კინგზლიმ ბურთი კარებში გადააგზავნა, 1:1! უსახური თამაშის მიუხედავად რეკორდმაისტერმა ზალცბურგიდან კარგი ანგარიში წამოიღო. 8 მარტს ალიანც არენაზე განმეორებითი მატჩი გაიმართება.


17-02-2022