სხვა ამბები

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში ბაიერნმა ზალცბურგს ორივე მატჩი მოუგო. ჯგუფურ სტადიაზე რეკორდმაისტერმა მეტოქე გასვლაზე 6:2 და შემდეგ შინ 3:1 დაამარცხა. ერთადერთი მარცხი ბაიერნს ავსტრიულ გუნდებთან თითქმის 55 წლის წინ ვენის რაპიდთან აქვს. იმის შემდეგ მიუნხენელებმა 7 გამარჯვება მოიპოვეს და 2 მატჩი ფრედ დაასრულეს.

გასვლაზე ბაიერნმა უკანასკნელი მარცხი 2017 წლის სექტემბერში პსჟ-სგან იწვნია. ამის შემდეგ გუნდის წაუგებელი სერია 21 მატჩს შეიცავს (17 მოგება და 4 ფრე), რაც ტურნირის რეკორდს წარმოადგენს.

ჯგუფური სტადია ბაიერნმა მშვენივრად ჩაატარა - 6 შეხვედრაში 18 ქულა მოიპოვა, ბურთების შეფარდებით +19. გუნდმა ასევე ყველაზე ცოტა გოლი მიიღო - 3.

მიმდინარე ტურნირში ლეროი ზანეს გოლი + პასის სისტემით 9 ქულა დაუგროვდა (5 გოლი და 4 გადაცემა). ეს ფეხბურთელისთვის პირად რეკორდს წარმოადგენს.

ჯგუფურ სტადიაზე რობერტ ლევანდოვსკიმ 9 გოლი მიითვალა, რაც მეორე მაჩვენებელია. ოთხშაბათს პოლონელი ტურნირში თავის საიუბილეო 50-ე გასვლით მატჩს ჩაატარებს.

ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ერთმანეთს 2 ახალგაზრდა მწვრთნელი დაუპირისპირდება. მატჩის დღეს იულიან ნაგელზმანი 34 წლის და 208 დღის, მათიას იასლე 33 წლის და 316 დღის იქნებიან. მაგალითად შედარებისთვის, კიევის დინამოს თავკაცი მირჩა ლუჩესკუ 76 წლის გახლავთ.


14-02-2022