სხვა ამბები

  • 30-11--0001

ახალი ამბები

კატასტროფა ბოჰუმში

შეხვედრა ნელი ტემპით დაიწყო, მაგრამ მეოთხე წუთისთვის გუნდებმა მომენტები გაცვალეს. ულრაიჰმა ბურთი ხელებში დაიჭირა. მეცხრე წუთზე ბაიერნი წინ გავიდა. კომანის გადაცემის შემდეგ ლევანდოვსკიმ ბურთი კარებში გადააგზავნა, 0:1! მაგრამ 5 წუთში მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს, 1:1... გაშვებული ბურთის შემდეგ რეკორდმაისტერმა უპირატესობა ხელთ იგდო. რამდენიმე კუთხური ჩააწოდა, მაგრამ უშედეგოდ. მასპინძლებმა სახიფათო მომენტი შექმნეს, ულრაიჰმა თავდასხმელს აჯობა და გუნდი გადაარჩინა. საშუალო დისტანციიდან კიმიხმა გაისროლა, ბურთი კარებს ზემოდან ასცდა. ლევანდოვსკის გვერდითი "მაკრატელა, ბურთი მცველს ხვდება და კუთხურზე გადადის. ჩაწოდება უშედეგოდ დასრულდა. 37-ე წუთზე ბაიერნის კარებში პენალტი დაინიშნა. უპამეკანომ ხელით ითამაშა. მასპინძლები წინ გავიდნენ, 2:1... 3 წუთში ბოჰუმმა მესამე ბურთი შეაგდო, 3:1... 44-ე წუთზე ანგარიში 4:1 ხდება. უკომენტაროდ... შესვენებაზე გუნდები ამ ანგარიშით გავიდნენ.

მეორე ნახევარი პავარის უხეში შეცდომით დაიწყო, მაგრამ ულრაიჰმა ბურთი კუთხურზე გადაარჩინა. ჩაწოდების შემდეგ ბოჰუმმა მეხუთე ბურთი გაიტანა, რომელიც ოფსაიდის გამო გაუქმდა. შემდეგ ულრაიჰის კარებში კიდევ ერთი ბურთი შევარდა, რომელიც ასევე ოფსაიდის გამო არ ჩაითვალა. 52-ე წუთზე მომენტი ლევანდოვსკის შეექმნა, მაგრამ მცველებმა ბურთი კუთხურზე მოიგერიეს. ზულეს დარტყმის შემდეგ ბურთი კარებს ზემოდან ასცდა. მიულერის დარტყმას მცველი გადაეღობა. ზანემ ხელსაყრელი სტანდარტული მდგომარეობა ვერ გამოიყენა, ბურთი კარებს ისევ ასცდა. ლევანდოვსკის მორიგი მომენტი, მეკარემ იყოჩაღა. 65-ე წუთზე ზანემ გაისროლა, მაგრამ არაზუსტად. 9 წუთში ლევანდოვსკიმ მაკრატელათი დუბლი შეასრულა, 4:2! 86-ე წუთზე საჯარიმო დარტყმიდან ლევანდოვსკიმ ბურთი ხარიხას გაარტყა. მატჩის მიწურულს გნაბრიმ ზედიზედ ორი დარტყმა შეასრულა, მაგრამ უშედეგოდ... ბაიერნმა მატჩი დათმო. ოთხშაბათს გვიან საღამოს სტარტს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალი აიღებს. რეკორდმაისტერი ზალცბურგში ადგილობრივ გუნდს დაუპირისპირდებდა.


12-02-2022