სხვა ამბები

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

პირველი წრის მეხუთე ტურში ბაიერნმა ბოჰუმი ანგარიშით 7:0 გაანადგურა. მიმდინარე სეზონში იულიან ნაგელზმანის გუნდისთვის ეს ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვებას წარმოადგენს.

უკანასკნელი 31 მატჩიდან ბოჰუმის წინააღმდეგ რეკორდმაისტერმა მხოლოდ ერთი წააგო: 2004 წლის თებერვალში, 0:1. ამის შემდეგ მიუნხენელებმა მეტოქეს გასვლითი 8-ვე შეხვედრა მოუგეს (5 ჩემპიონატში და 3 თასზე).

ბუნდესლიგის უკანასკნელ 43 გასვლით შეხვედრაში ბაიერნი მინიმუმ ერთ ბურთს იტანდა და ამით რეკორდი დაამყარა. ბოლო 4 გასვლით შეხვედრაში ნაგელზმანის შეგირდები მინიმუმ 4 ბურთს იტანდნენ.

2010 წლის აგვისტოდან ბაიერნი მეორე ბუნდესლიგიდან გადმოსულ გუნდთან გასვლით მატჩს არ აგებს. იმის შემდეგ რეკორდმაისტერმა 24 მატჩიდან 23 მოიგო (ერთი ფრე).

კოკო ტოლისო მშვენიერ კონდიციებში იმყოფება. მან გოლები ბერლინში და კიოლნში მიითვალა. აღსანიშნავია, რომ 10 შეხვედრაში, რომლებშიც ფრანგმა მონაწილეობა მიიღო ბაიერნმა გამარჯვებები მოიპოვა.

მიულერის შედეგიანი სერია უკვე 14 მატჩს შეიცავს. ამ შეხვედრებში თომასი ან ბურთს იტანდა, ან საგოლე გადაცემას ასრულებდა. ამაზე გრძელი სერია ბუნდესლიგის ისტორიაში არ არსებობს.

მიმდინარე ჩემპიონატში იულიან ნაგელზმანის გუნდს მხოლოდ 21 გაშვებული ბურთი აქვს, რაც საუკეთესო მაჩვენებელია. მაგრამ ბოჰუმსაც კარგი შედეგი აქვს: უკანასკნელ 14 მატჩში გუნდმა მხოლოდ 14 გოლი მიიღო.


10-02-2022