სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ლიოვი: "კიმიხს საყრდენ ზონაში გამოვიყენებ"

"ვთვლით, რომ ერთა თასის ორი შეხვედრისთვის კარგად მოვემზადეთ. ჯგუფური ტურნირი მხოლოდ 4 მატჩიდან შედგება. მარცხის შემთხვევაში რთულ პოზიციაში ხვდები. მაგრამ ერთა ლიგა მომწონს, რადგანაც თანაბარ მეტოქეებს ეთამაშები. მათიას გინტერი მარჯვენა მცველის პოზიციაზე ითამაშებს, რადგანაც იოზუა კიმიხს ისევ საყრდენ ზონაში გამოვიყენებ. თომას მიულერი სასტარტო შემადგენლობაში გამოვა. რა თქმა უნდა, ერთა ლიგის "A" დივიზიონის დატოვება არ გვსურს, მაგრამ 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს უფრო მაღლა ვაყენებთ. ეს მნიშვნელოვანია და წარმატებას მივაღწევთ. ერთა ლიგაზე საინტერესო მეტოქეები და წყვილები გვყავს. ჯგუფის მოგება გვსურს, მაგრამ ამის მისაღწევად თავს არ დავდებთ. დიდი ხნის განმავლობაში გერმანიისა და ჰოლანდიის შორის თანაბარი დაპირისპირება იყო. შემდეგ მეტოქემ 2016 და 2018 წლების დიდი ტურნირები გამოტოვა. ახლა კრიზისიდან გამოვიდნენ. იტალიის ნაკრები ანგარიშით 3:0 დაამარცხეს. წარუმატებელი პერიოდიდან სწორი დასკვნები გამოიტანეს. ზეწოლას არ ვგრძნობ. ნაკრებთან 2006 წლიდან ვმუშაობ. რთული სიტუაციებიც გვქონდა. ერთა თასზე ისეთ წნეხს არ ვგრძნობ, რომელისც 2006, 2010 და 2014 წწ მსოფლიო ჩემპიონატებზე მქონდა", განაცხადა იოაჰიმ ლიოვმა.


12-10-2018