სხვა ამბები

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

ბუნდესლიგის 11 დუელიდან ბაიერნმა ლაიპციგთან მხოლოდ ერთი წააგო - 2018 წლის მარტში, 1:2. ამის შემდეგ რეკორდმაისტერს "ხარებთან" 7 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ (3 მოგება და 4 ფრე).

მანუელ ნოიერმა გერმანიის ჩემპიონატის 309 მატჩი მოიგო. ამ შედეგის მისაღწევად კაპიტანს 457 შეხვედრის გამართვა მოუწია. ოლივერ კანს აქტივში 310 გამარჯვება ჰქონდა. შაბათს მანუს "ოლის" შედეგის გამეორება შეუძლია.

გერმანიის ჩემპიონატის 20 მატჩში ბაიერნმა ნაგელზმანის თავკაცობით 16 გამარჯვება მოიპოვა. უკეთესი შედეგი გუნდს მხოლოდ გუარდიოლას დროს ჰქონდა. პირველ 20 ტურში რეკორდმაისტერის აქტივში 65 გატანილი ბურთია, რაც რეკორდია.

მიმდინარე ჩემპიონატში თომას მიულერს გოლ+პასის სისტემით 22 ქულა დაუგროვდა (6 გოლი და 16 ასისტი). ეს მაჩვენებელი ვეტერანისთვის პირად რეკორდს წარმოადგენს.


02-02-2022