სხვა ამბები

ახალი ამბები

ზაფხულში ზულე ბაიერნს დატოვებს

სეზონის დასრულების შემდეგ ნიკლას ზულე ბაიერნს დატოვებს. ეს ინფორმაცია ოლივერ კანმა ხანმოკლე პრესკონფერენციაზე დაადასტურა.

"მოლაპარაკებები ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა. ჩვენ საბოლოო წინადადება შევთავაზეთ, მაგრამ ნიკლასმა კლუბის დატოვება არჩია. კონტრაქტებზე კლუბს პასუხისმგებლობა აკისრია. ზღვრების დაცვა გვმართებს", განაცხადა ოლივერ კანმა.

"ყველაფერს ვიღონებთ იმისთვის, რომ რობერტ ლევანდოვსკისთან კონტრაქტის გახანგრძლივება გამოგვივიდეს", აღნიშნა ბაიერნის ფუნქციონერმა.

ასევე მოლაპარაკებები თომას მიულერთან და მანუელ ნოიერთან მიმდინარეობს. კაპიტანთან რამდენიმე დეტალის გარკვევა დარჩა.


26-01-2022