სხვა ამბები

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნმა ბერლინი დაიპყრო

მატჩი ტოლისოს გოლით დაიწყო, მაგრამ მსაჯმა VAR-ის გამოყენების შემდეგ გატანილი ბურთი გააუქმა. ფრანგი ოფსაიდში აღმოჩნდა. მერვე წუთზე მომენტი მიულერს შეუქმნეს, მაგრამ თომასმა შანსი ვერ გამოიყენა. ზანეს დარტყმას მეკარე დაეუფლა. კომანის თაური, მეკარე ისევ ადგილზეა. ლევანდოვსკის ქუსლით ლამაზი დარტყმის შემდეგ მეკარემ ბურთი კუთხურზე მოიგერია, რომელიც უშედეგოდ დასრულდა. 21-ე წუთზე თამაშში ჩართვა ნოიერს მოუწია. ოთხ წუთში ტოლისომ თავისას მაინც მიაღწია, თაური დარტყმით ფრანგმა ჰერტას კარები დალაშქრა, 0:1! გნაბრის ჩაწოდების შემდეგ ტოლისო ბურთი გატანას მუხლით სცდილობდა, მაგრამ ამჯერად კარებს ააცილა. 36-ე წუთზე ლევანდოვსკის დარტყმა მეკარემ საოცარ ნახტომში მოიგერია. ტაიმის მიწურულს მიულერს დარტყმა ვერ გამოუვიდა. მაგრამ თომასმა თავისი ბურთი მაინც შეაგდო, 0:2. 45-ე წუთზე მიულერმა კიმიხის ჩაწოდება გამოიყენა. შესვენებაზე გუნდები ამ ანგარიშით გავიდნენ.

მეორე ნახევრის დებიუტში მომენტები გნაბრის და ზანეს ჰქონდათ, მაგრამ ვინგერებმა ბურთების გატანა ვერ შეძლეს. ზანეს კიდევ ერთი დარყმა, კვლავ არაზუსტი გამოვიდა. 52-ე წუთზე ბაიერნი გოლს გადაურჩა, დარიდამ კარგი პოზიციიდან კარებს ააცილა. კარგი შესაძლებლობა კომანმა გააცუდა, ფრანგს მესამე ბურთი უნდა გაეტანა. გნაბრიმ გაისროლა, მაგრამ მხოლოდ კუთხური. 65-ე წუთზე მიულერის დარტყმის შემდეგ შვოლოვმა ჰერტა ისევ გადაარჩინა. თომასის თაური, მაგრამ ისევ მეკარემ იყოჩაღა. 75-ე წუთზე ზანემ მეკარეს შეცდომა გამოიყენა და ანგარიში 0:3-მდე გაზარდა! 2 წუთში გნაბრის უნდა გაეტანა, მაგრამ მცველმა ბურთი ხაზიდან გამოიტანა. გნაბრიმ თავისას მაინც მიაღწია. ვინგერმა მეოთხე ბურთი გაიტანა, 0:4! თითქმის ეგრევე ჰერტამ ერთი გოლი გაჰქვითა, 1:4. ბაიერნმა ლამაზი გამარჯვება მოიპოვა. ბუნდესლიგა ერთკვირიან პაუზაზე გადის. 5 თებერვალს რეკორდმაისტერი ლაიპციგს უმასპინძლებს.


24-01-2022