სხვა ამბები

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ნაგელზმანის წინა სამატჩო კომენტარები

"ლეროი ზანეს მცირე პრობლემები აქვს. მის მდგომარეობას მატჩის წინ განვიხილავთ. ნოიერი აუცილებლად ითამაშებს. სტანიშიჩი საერთო ჯგუფს შემდეგ კვირაში დაუბრუნდება. ლეონ გორეცკას სახით ერთი მწყობრიდან გამოსული ფეხბურთელი გვყავს".

"ჰერტა კარგად იბრძვის. თამაში სრული კონცენტრაციით გვმართებს. საკუთარი თამაში უნდა დავუპირისპიროთ. 3 ქულას მხოლოდ ამ შემთხვევაში მოვიპოვებთ".

"კიმიხი მარჯვენა ფლანგზეც კარგად გამოიყურება. დავხედავთ უპამეკანოს და ერნანდეზის მდგომარეობას. იმ შემთხვევაში თუ თამაშს შეძლებენ, პავარი ფლანგს დაუბრუნდება. კიმიხს ორივე პოზიციაზე განვიხილავთ".

"საერთო ჯამში გუნდის მდგომარეობით კმაყოფილი ვარ. კარგი პროგრესი განვიცადეთ, მაგრამ ზრდის პერსპექტივაც გვაქვს. ფეხბურთელებს პროგრესირება სურთ".


30-11--0001