სხვა ამბები

ახალი ამბები

ჰაინერმა და კანმა ლევის მიულოცეს

"რობერტ ლევანდოვსკის ტიტულის დაცვას ვულოცავთ! მან საკუთარი სახელი ისტორიაში ისევ ჩაწერა. შარშანდელი დაჯილდოვების შემდეგ რობერტმა ყველა შანსი გამოიყენა. ზედიზედ მეორე ტიტულის მოგება მეტყველებს იმაზე, რომ ძალიან დიდი ფეხბურთელია", განაცხადა ჰერბერტ ჰაინერმა.

"რობერტ ლევანდოვსკი ფენომენია. ერთი მიზნის მიღწევის შემდეგ ეგრევე მეორეზე გადადის. აქედან გამომდინარე სამართლიანია, რომ რობერტმა ჯილდო ზედიზედ მეორედ მოიპოვა. ამაყები ვართ, რომ მანუელ ნოიერი და რობერტ ლევანდოვსკი ჩვენი კლუბის ღირსებას იცავენ", აღნიშნა ოლივერ კანმა.


18-01-2022