სხვა ამბები

ახალი ამბები

ნაგელზმანის წინა სამატჩო კომენტარები

"გლადბახთან მარცხი ძალიან უსიამოვნო აღმოჩნდა. შაბათის შეხვედრაში დადებითი შედეგის მოპოვება ჩვენთვის ამოცანა იქნება".

"ფლანგებზე კიოლნის ფეხბურთელები ძალიან სახიფათოები არიან. ამ გუნდში ის მომწონს, რომ აქცენტი შეტევეაზე აქვთ გაკეთებული. მაღალი დაცვის პრინციპს იყენებენ. აქედან გამომდინარე კონტრშეტევებზე სახიფათოები არიან. სამწუხაროა, რომ სტადიონზე გულშემატკივრების ნაკლებობა იქნება. კიოლნში ყოველთვის ემოციური ატმოსფერო სუფევს".

"ის ფეხბურთელები, რომლებმაც Covid19-ი გადაიტანეს ბოლომდე მწყობრში არ ჩამდგარან. რამდენიმეს სიმპტომები კიდევ აქვთ. უპა, ლეროი, ტანგი და მანუ შემადგენლობაში შევლენ. მაგრამ ნოიერის გარდა სასტარტო შემადგენლობაში გამოსასვლელად არც ერთი მზად არ არის".

"დეივისს დამატებითი გამოკვლევა ჩაუტარდა. მას მიოკარდიტის მცირე სიმპტომები დაუდგინდა. სიტუაცია დრამატიული არ არის, მაგრამ აღსადგენად მას დრო კიდევ დასჭირდება".

"ტოლისო ისევ მწყობრშია. კომანი ინდივიდუალური აღდგენითი პროგრამით მუშაობს. მას ტკივილები ისევ აწუხებს. კოკოს სიმპტომები არ აქვს, ჯანმრთელად გამოიყურება. განაცხადში იქნება, შემდეგ ვნახოთ რა მოხდება".


14-01-2022