სხვა ამბები

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნმა რეკორდი გაიმეორა

პარასკევს საღამოს ბაიერნმა გლადბახთან შეხვედრაში მინიმუმ ერთი ბურთი ზედიზედ 65-ე შეხვედრაში შეაგდო. გუნდმა საკუთარი რეკორდი გაიმეორა, რომელიც 2012-14 წწ. დაამყარა. გოლის ავტორი, რა თქმა უნდა, რობერტ ლევანდოვსკი იყო.

წინა მაჩვენებელი იუპ ჰაინკესს და პეპ გუარდიოლას აქტივშია. ახლანდელი ჰანზი ფლიქის და იულიან ნაგელზმანის დამსახურებაა. აღსანიშნავია, რომ წინა რეკორდის შეჩერება იულიან ნაგელმზანის ლაიპციგმა მოახერხა. მაშინ ბაიერნსა და ლაიპციგს შორის შეხვედრა უგოლო ფრედ დასრულდა.

მომდევნო ტურში ბაიერნი გასვლაზე კიოლნს დაუპირისპირდება, სადაც რეკორდის განახლებას ეცდება. იმედი ვიქონიოთ, რომ გატანილ ბურთებთან ერთად რეკორდმაისტერი ქულებსაც მოიპოვებს.


08-01-2022