სხვა ამბები

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

ბაიერნი გლადბახს 108-ედ შეხვდება. აქედან რეკორდმაისტერმა 51 მატჩი მოიგო და 26 დათმო. ბურთების შეფარდება - 207:135.

მიუნხენელების შედეგიანი სერია უკვე 64 მატჩს შეიცავს. პარასკევს ბურთის გატანის შემთხევაში გუნდი საკუთარ რეკორდს გაიმეორებს, რომელიც 2012-14 წწ. დაამყარა.

წლის პირველ მატჩს ბაიერნი, როგორც წესი, იგებს. უკანასკნელი 6 შეხვედრა რეკორდმაისტერმა საერთო ანგარიშით 20:4 მოიგო. ბოლოს მიუნხენელები საკუთარ მოედანზე 1994 წელს შტუტგარტთან დამარცხდნენ (1:3).

პირველი წრე ნაგელზმანის გუნდმა მშვენივრად ჩაატარა და 43 ქულა დააგროვა. უკეთესი შედეგი ბაიერნს გუარდიოლას ხელმღვანელობით ჰქონდა (46 ქულა). რეკორდმაისტერმა მეტოქეების კარები 56-ჯერ დალაშქრა. გლადბახმა კი პირიქით ძალიან სუსტი წრე ჩაატარა.

მიუნხენური გრანდის სათავეში იულიან ნაგელზმანმა მშვენიერ სტატისტიკას მიაღწია. ახალგაზრდა სპეციალისტმა მატჩების 82% მოიგო, საშუალოდ ერთ შეხვედრაში 2,53 ქულა დააგროვა და მისმა შეგირდებმა საშუალოდ ერთ მატჩში 3,3 ბურთი შეაგდეს.

ბაიერნის შეტევის ხაზში ორი ფეხბურთელი ბრწყინავს - ლევანდოვსკი და მიულერი. პოლონელი გოლეადორი ბურთებს იტანს, გერმანელმა კი უკვე 13 საგოლე გადაცემა მიითვალა.


06-01-2022