სხვა ამბები

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ნაგელზმანის წინა სამატჩო კომენტარები

"მთავარ ამოცანად მატჩისთვის მზადდებას მივიჩნევ. რამდენიმე ფეხბურთელს Covid19-ის, ტრავმების და აფრიკის თასის გამო დავკარგავთ. ზულე ვარჯიშს დაუბრუნდა. ამ სიტუაციას გამოწვევად მივიღებთ. მწვრთნელისთვის ძალიან საინტერესო მოვლენაა. სამატჩო გეგმაზე ფიქრი მმართებს. რამდენიმე ვარიანტი არსებობს. ვატყობ, რომ პარასკევს საღამოს ალიანც არენის მინდვრის სიახლოვეს ვიქნები".


"შექმნილ სიტუაციიდან დივიდენტები უნდა მივიღოთ. ვარჯიშზე ნანახი მომენტებით კმაყოფილი დავრჩი. წუწუნი მე არ მიყვარს".

"რა თქმა უნდა იოზუა კიმიხი ბედნიერია. მისი დაბრუნებით მოხარულები ვართ. თამაშს აუცილებლად შეძლებს".

"თასზე გლადბახმა ძალიან კარგად გვეთამაშა. რევანშის აღებაზეც ვფიქრობ. ჩემპიონატის შეხვედრაშიც გამარჯვების მოპოვება ვერ შევძელით. ჩემთვის სულერთია ის ფაქტი, რომ სათადარიგო სკამზე მხოლოდ ახალგაზრდული გუნდის ფეხბურთელები გვეყოლება. მომდევნო მატჩის მოგება მსურს. საუკეთესო თამაშის დემონსტრირებას ვაპირებთ. სამი ქულის დატოვებას მიუნხენში ვეცდებით".


06-01-2022