სხვა ამბები

  • 30-11--0001

ახალი ამბები

გილოცავთ 2022 წელს!

ძვირფასო ფანკლუბის წევრებო და საიტის მომხმარებლებო!

გილოცავთ დამდეგ 2022 წელს! გისურვებთ წინსვლას, ჯანმრთელობას (რაც ბოლო წლების მოვლენების ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია), კეთილდღეობას და ყველაფერ საუკეთესოს!

ჩვენს საყვარელ გუნდს ჩემპიონთა ლიგის მოგებას, ზედიზედ მე-10 ვერცხლის სინის მოპოვებას (რაც ევროპის მასშტაბით ახალი რეკორდი იქნება) და ყველა დარჩენილი ტიტულის დაეუფლებას ვუსურვებთ. მანშაფტისგან ერთა ლიგაზე და მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებულ გამოსვლას ველით. გერმანიის ნაკრებს FIFA-ს რეიტინგში თავისი ახლანდელი პოზიციის გაუმჯობესება მმართებს. ფლიქს და ბიჭებს ამის გაკეთება შეუძლიათ.

და რაც მთავარია, იმედი მაქვს, რომ 2022 წელს Covid19-ის პანდემია დამარცხდება! ფანკლუბის ცხოვრება თბილი და ლამაზი შეხვედრების სახით ჩვეულ კალაპოთს დაუბრუნდება.

კიდევ ერთხელ გილოცავთ!

პატივისცემით,

ადმინისტრაცია!


31-12-2021