სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

კროოსი: "ჰოლანდიაში ფავორიტის როლში გავემგზავრებით"

"მეტოქეების სახელები უკვე ბევრზე მეტყველებს. მოტივაციის ნაკლებობას არ განვიცდით. უმაღლესი დონის გუნდური თამაშის დემონსტრირება გვმართებს. 6 ქულის აღება მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. გამარჯვების მოპოვება ყოველთვის ჩვენ მიზნად რჩება. ჰოლანდიასთან დიდი ხნის დაპირისპირება გვაკავშირებს, მაგრამ ახლა მხოლოდ შაბათის მატჩზე ვართ გადართულები, რომლის მოგება გვსურს. ფავორიტის როლში გავემგზავრებით, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. გასული წლეების შედარებით ჰოლანდიის ნაკრებმა პროგრესი განიცადა. ბოლო წლებში ნაკრებში ჩემი როლი ნაკლებად შეიცვალა. საკლუბო დონეზე მიღწეულმა წარმატებებმა საკუთარ ძალებში რწმენა ამიმაღლა. იოზუა კიმიხთან საყრდენის პოზიციაზე კარგი ურთიერთგაგება გაგვაჩნია. ვფიქრობ, რომ მომავლისთვის კარგი სათამაშო დუეტი ვიქნებით", განაცხადა ტონი კროოსმა.


11-10-2018