სხვა ამბები

  • 30-11--0001

ახალი ამბები

მატჩისშემდგომი სტატისტიკა და ფაქტები

2021 წლის განმავლობაში, ბაიერნმა, ბუნდესლიგის ფარგლებში 29 გამარჯვება იზეიმა. 2013 წელს რეკორდმაისტერს ერთით მეტი მოგება ჰქონდა.

პირველი წრის განმავლობაში ნაგელზმანის შეგირდებმა 43 ქულა დააგროვეს. 2015/16 წწ. გუარდიოლას ხელმძღვანელობით ბაიერნს 3 ქულით მეტი ჰქონდა. 17 ტურის შემდეგ 43 ქულის მოპოვება, სეზონის ბოლოს ვერცხლის სინის მოპოვების მტკიცე არგუმენტია.

ჩემპიონატის ფარგლებში ბაიერნმა ბურთის გატანა უკვე ზედიზედ 64-ე მატჩში მოახერხა. რეკორდი ასევე მიუნხენელებს ეკუთვნით - 65 მატჩი (2012-14 წწ.).

საკუთარ კედლებში რეკორდმაისტერის წაუგებელი სერია უკვე 27 მატჩს შეიცავს (25 მოგება და 2 ფრე). 2008 წლიდან დაწყებული (0:0) ბაიერნი ვოლფსბურგთან მატჩებში მინიმუმ ერთ ბურთს იტანს. ამ 27 შეხვედრაში მიუნხენელები "მგლებს" 75 ბურთი გაუტანეს.

მიმდინარე სეზონში ლეროი ზანეს მშვენიერი სტატისტიკა აქვს. 25 წლის ვინგერმა მონაწილეობა გუნდის 21 საგოლე შეტევაში მიიღო (11 გოლი და 10 ასისტი).

პარასკევს საღამოს მიულერმა ბაიერნის მაისურში საიუბილეო 400-ე მატჩი ჩაატარა. თომასმა ბურთის გატანა და საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა. ვეტერანმა "მგლების" კარები უკვე 11-ჯერ აიღო (იგივე მაჩვენებელი თომასს შალკესთანაც აქვს). პირველი წრის განმავლობაში მიულერმა უკვე 13 ასისტი მიითვალა.

2021 წლის განმავლობაში ლევანდოვსკიმ, ბუნდესლიგის ფარგლებში, 43 ბურთი გაიტანა, რაც რეკორდია.


18-12-2021