სხვა ამბები

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

ბაიერნმა, შტუტგარტთან გამარჯვების შემდეგ (5:0), ზამთრის ჩემპიონის ტიტული გაიფორმა. 3-ქულიანი სისტემის შემოღების შემდეგ, 15-დან 14-ჯერ რეკორდმაისტერი ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ვერცხლის სინს იგებდა.

24 საშინაო მატჩიდან მიუნხენელებმა "მგლებს 22 მოუგეს (და 2 ფრე). არც ერთ სხვა გუნდს ასეთი ბრწყინვალე სტატისტიკა საშინაო შეხვედრებში არ აქვს.

ჩემპიონატის 16 ტურში რეკორდმაისტერმა 52 ბურთი შეაგდო, რაც რეკორდია. კალენდარული წლის განმავლობაში ბაიერნის აქტივში 112 გოლია, რაც ასევე რეკორდია.

კალენდარული წლის განმავლობაში ლევანდოვსკიმ 42 გოლი მიითვალა. რობერტმა გერდ მიულერის რეკორდი გაიმეორა. პარასკევს საღამოს პოლონელს ახალი რეკორდის დამყარება შეუძლია. მითუმეთეს, რომ თავდასხმელისთვის ვოლფსბურგი საყვარელი მეტოქეა. 20 შეხვედრაში ლევანდოვსკიმ "მგლებს" 23 ბურთი გაუტანა. გერმანიის ჩემპიონატის ისტორიაში უკეთესი შედეგი მხოლოდ გერდ მიულერს აქვს. ნაციის ბომბარდირმა ჰამბურგს 27 ბურთი გაუტანა.

შტუტგარტთან შეხვედრაში თომას მიულერმა მე-12 "ასისტი" მიითვალა. თომასმა ახალი რეკორდი დაამყარა. წინა ასევე ბაიერნის 32 წლის შემტევს ეკუთვნოდა - 2019/20 წწ. ჩემპიონატის პირველ წრეში მიულერმა 11 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.


16-12-2021