სხვა ამბები

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ნაგელზმანის წინა სამატჩო კომენტარები

"მუსიალამ ტრავმა მიიღო. თეორიულად თამაში შეუძლია, მაგრამ მის მდგომარეობას კიდევ დავხედავთ. იგივე ლეონ გორეცკასაც ეხება".

"ზაბიცერი ვარჯიშებს დაუბრუნდა. ტოლისო ტრავმირებულია. კიდევ რამდენიმე მოთამაშე დაღლილი ჩანს. კიმიხის და ჩუპო მოტინგის სიტუაცია ყველასთვის ცნობილია".

"სატურნირო ცხრილში შტუტგარტი არც ისე კარგ პოზიციაზე იმყოფება. ამ გუნდისთვის მომზადება რთული იქნება. მათ მწვრთნელს ძალიან კარგად ვიცნობ. სამწვრთნელო კურსების დროს ერთ ოთახში ვცხოვრობდით. ის ჩემი ასისტენტის ფუნქციებსაც ასრულებდა".

"დაცვის ხაზში შტუტგარტი 6-7 სქემატურ განლაგებას იყენებს. შეტევაშიც საკმაოდ მოქნილები არიან. ასეთი ვარიატიულობის წინააღმდეგ წარმატების მიღწევა მხოლოდ დომინირებით არის შესაძლებელი. ძალიან კარგი გუნდი და ძალიან კარგი მეტოქეა. უამრავი ძალების დახარჯვა მოგვიწევს".


13-12-2021