სხვა ამბები

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ნაგელზმანის წინა სამატჩო კომენტარები

"მაინცის კარგი შედეგი მე არ მაკვირვებს. ძალიან კარგ პროგრესს მიაღწიეს. მაინცი ძალიან აგრესიულად თამაშობს. მათ წინააღმდეგ შეხვედრები ყოველთვის ემოციური გამოდის. თავს ძალიან კომპაქტურად იცავენ. კარგი დაცვის ხაზი ჰყავთ. კონტრშეტევებზე სახიფათოები არიან. კონტრპრესინგს მშვენივრად იყენებენ. ორი ძალიან ძლიერი თავდასხმელი ჰყავთ. სტაბილური გუნდია. სატურნირო ცხრილში საკუთარ ადგილს იმსახურებენ".

"Covid19-ის გადატანის შემდეგ კიმიხს და ჩუპო მოტინგს ფილტვებზე მცირე გართულება აქვთ. 10-დღიან სააღდგენო პაუზას მიიღებენ. მეორე წრისთვის მწყობრში ჩადგებიან".

"მარცელ ზაბიცერი და ლეონ გორეცკა ამოვარდნენ. გორეცკას მუხლი აწუხებს. სერჟ გნაბრი სათამაშოდ მზად არის. მას პრობლემები უკვე არ აწუხებს".

"ოქროს ბურთის ცერემონიის შემდეგ ლევანდოვსკის ხასიათი არ შეეცვალა. ყველაფერს ძველებურად ასრულებს. მშვენიერ კონდიციებში იმყოფება. ახალ რეკორდებს უმიზნებს".

"ახლა დარჩენილი 3 შეხვედრის მოგება გვსურს. საჭიროების შემთხვევაში როტაციას მივმართავ. ყველა მოთამაშე კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს".


10-12-2021