სხვა ამბები

  • 30-11--0001

ახალი ამბები

მატჩისშემდგომი ფაქტები და სტატისტიკა

კლუბის ისტორიაში ბაიერნმა საუკეთესო ჯგუფური სტადია ჩაატარა. რეკორდმაისტერმა 18 ქულა დააგროვა, ბურთების შეფარდებით 22:3 (+19).

ბაიერნის შედეგამდე რეკორდი რეალს ეკუთვნოდა 18 ქულა, ბურთების შეფარდებით +17. ორივე გუნდმა ჯგუფური სტადია 100%-ანი მაჩვენებლით ორჯერ დაასრულეს.

ჯგუფურ სტადიაზე ბაიერნის წაუგებელი სერია 28 მატჩს შეადგენს (25 მოგება და 3 ფრე). უკანასკნელად გუნდი 2017 წლის სექტემბერში პსჟ-სთან დამარცხდა (0:3). ამ შეხვედრის შემდეგ ბაიერნმა 28 მატჩში მინიმუმ ერთი ბურთი გაიტანა (სულ 93 გოლი).

რეკორდმაისტერმა ჯგუფურ სტადიაზე 4 "მშრალი" მატჩი ჩაატარა. არც ერთ სხვა გუნდს ამ მაჩვენებლისთვის არ მიუღწევია. ნაგელზმანის შეგირდებმა 22 ბურთი გაიტანეს, რაც ასევე საუკეთესო მაჩვენებელს წარმოადგენს.

ტურნირში ზანემ უკვე მეხუთე ბურთი შეაგდო, რაც მისთვის რეკორდს წარმოადგენს. წინა საუკეთესო მაჩვენებელს ლეროიმ სიტის რიგებში მიაღწია (4 გოლი).

ლევანდოვსკიმ მიულერზე "ასისტი" მიითვალა. უკანასკნელ 10 შეხვედრაში პოლონელმა გოლ+პასის სისტემით 16 ქულა დააგროვა (14 გოლი და 2 გადაცემა), რაც საოცარ შედეგს წარმოადგენს.


09-12-2021