სხვა ამბები

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ნაგელზმანის წინა სამატჩო კომენტარები

"მერვედფინალში გასვლა ნიშნავს იმას, რომ ზეწოლას არ ვიგრძნობთ. მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანი მატჩის ჩატარება გველის. რამდენი ფეხბურთელის არყოფნის კომპენსირება უნდა მოვახდინოთ. წარმატებული სვლის გაგრძელება გვმართებს, რადგანაც ბუნდესლიგაში კიდევ 3 მატჩის ჩატარება გველის. ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებს ყოველთვის განსაკუთრებული სტატუსი აქვთ. სიტუაციიდან გამომდინარე საუკეთესო შემადგენლობას დავაყენებთ".

"ლეონმა ვარჯიში დროზე ადრე შეწყვითა. ოთხშაბათს საღამოს გუნდს ვერ დაეხმარება. სერჟს კუნთებთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს, მატჩს გამოტოვებს. ჩუპო მოტინგს ისევ პრობლემები აქვს, ვარჯიში ჯერ არ დაუწყია. კიმიხმა ტესტი უნდა გაიკეთოს. უარყოფითი შედეგის შემთხვევაში თამაშს შეძლებს, მაგრამ ბარსასთან მის გამოყენებას აზრი არ აქვს. კიუზანს არ უვარჯიშია, ერნანდეზი კარგად გამოიყურება. ზაბიცერი ინდივიდუალური პროგრამით მუშაობს".

"ბარსელონა ძალიან კარგი გუნდია. მათ შემადგენლობაში უმაღლესი დონის ფეხბურთელები ისევ გამოდიან. ჯგუფში სიტუაციიდან გამომდინარე წნეხის ქვეშ იმყოფებიან. ბოლომდე დაიხარჯებიან. ასეთი განწყობა თამაშს წაადგება. კარგი თამაშის დემონსტრირება და 3 ქულის მოპოვება გვსურს. ბარსელონას ტიტულზე ერთ-ერთ პრეტენტენდათ მაინც მივიჩნევ".


07-12-2021