სხვა ამბები

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

ბაიერნმა ბარსელონას უკანასკნელი 3 შეხვედრა მოუგო: 2015 წელს 3:2, 2020 წელს 8:2 და 2021 წლის სექტემბერში 3:0. ეს რეკორდმაისტერისთვის ესპანური გუნდების წინააღმდეგ ყველაზე გრძელ გამარჯვებათა სერიას წარმოადგენს. ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში კატალონიელებმა ბაიერნისგან 7 მარცხი იწვნიეს და ამ შეხვედრებში 25 გოლი გაუშვეს. გასვლაზე 4 გამართულ შეხვედრაში ბარსელონამ ბაიერნს ვერც ერთი ვერ მოუგო (ფრე და 3 მარცხი).

მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის გათამაშების საშინაო მატჩებში ბაიერნი საშუალოდ 5 ბურთს იტანს: კიევთან 5:0 და ბენფიკასთან 5:2. უკანასკნელ საშინაო 11 შეხვედრებში რეკორდმაისტერი მეტოქეებს მინიმუმ 2 ბურთს უტანდა. უკეთესი შედეგი მიუნხენელებს 2010 წლის სექტემბრიდან 2012 წლის დეკემბრამდე ჰქონდათ - 13 მატჩი.

ხუთი ტურის შემდეგ ბაიერნს 15 ქულა აქვს (იგივე შედეგი ლივერპულს და აიაქსს აქვთ). 2019/20 წწ. გათამაშების შემდეგ მიუნხენელებს 100%-ანი მაჩვენებლით ჯგუფური სტადიის დასრულება მეორედ შეუძლიათ. ტურნირის ისტორიაში 18 ქულის დაგროვება ორჯერ მხოლოდ რეალმა მოახერხა (2011/12 და 2014/15 წწ.). რეკორდმაისტერმა ჯგუფი მე-12-ედ მოიგეს. უკეთესი შედეგი მხოლოდ ბარსელონას აქვს (14). ჯგუფურ სტადიაზე ბაიერნს უკვე 27-მატჩი წაუგებელი სერია აქვს (24 გამარჯვება და 3 ფრე). უფრო გრძელი სერია მხოლოდ რეალს აქვს (30 მატჩი). ბაიერნმა უკანასკნელი 23 საშინაო შეხვედრიდან 22 მოიგო. ერთადერთი ფრე 2018 წელს ოქტომბერში აიაქსთან მატჩში დაფიქსირდა (1:1).

ჯგუფურ სტადიაზე ლევანდოვსკის უკვე 9 გოლი დაუგროვდა. კიდევ ერთი ბურთის გატანის შემთხვევაში პოლონელი პირველი ფეხბურთელი გახდება, რომელმაც 10 ან 10-ზე მეტი ბურთის შეგდება მეორედ მოახერხა. 2019/20 წწ. გათამაშებაში რობერტს ჯგუფური სტადიის შემდეგ 10 გოლი ჰქონდა.

ლევანდოვსკი ზედიზედ 9 შეხვედრაში მინიმუმ ერთ ბურთს იტანდა (იგივე შედეგი თავდასხმელს 2019/20 წწ. ჰქონდა). ტურნირში პოლონელის გამარჯვებათა სერია უკვე 21 მატჩს შეადგენს.

ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში ბარსელონას წინააღმდეგ გამართულ 6 შეხვედრაში თომას მიულერმა 7 გოლი მიითვალა. არც ერთ სხვა გუნდთან ბაიერნის ვეტერანს ასეთი შედეგიანობა არ აქვს.


06-12-2021