სხვა ამბები

ახალი ამბები

ლევანდოვსკის მატჩისშემდეგომი სტატისტიკა

ბუნდესლიგის ისტორიაში რობერტ ლევანდოვსკიმ გასვლით მატჩებში ყველაზე მეტი ბურთი გაიტანა - 118. შაბათს საღამოს დორტმუნდში პოლონელმა დუბლი მიითვალა და კლაუს ფიშერს გადაუსწრო (117). ჩემპიონატში რობერტს უკვე 16 გოლი დაუგროვდა.

დორტმუნდისთვის ლევანდოვსკი კოშმარს წარმოადგენს. რობერტმა "ყვითლებს" უკვე 26 ბურთი გაუტანა. ბუნდესლიგის ფარგლებში პოლონელმა დორტმუნდი 17-ჯერ დაამარცხა.

ბაიერნის მაისურში ლევანდოვსკიმ 350-ე მატჩი ჩაატარა. ლეგიონერების შორის ეს მეოთხე მაჩვენებელია - ალაბას, სალიჰამიჯიჩის და რიბერის შემდეგ. 2021 წლის განმავლობაში რობერტმა ბუნდესლიგის ფარგლებში 40 ბურთი გაიტანა. უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ გერდ მიულერს აქვს - 42 (1972 წელს). ამ რეკორდის მოსახსნელად პოლონელს 3 შეხვედრის ჩატარება დარჩა, რომლებშიც 3 ბურთის გატანა სჭირდება.


05-12-2021