სხვა ამბები

ახალი ამბები

ნაგელზმანის წინა სამატჩო კომენტარები

"ამ მატჩის მნიშვნელობა ყველასთვის ცნობილია. ერთმანეთს გუნდები დაუპირისპირდებიან, რომლებსაც მხოლოდ ქულა აშორებთ. ორივე გუნდის მოთამაშეები ძალიან მოტივირებულები იქნებიან".

"მატჩის განმავლობაში დორტმუნდს ხშირად აქვს ფაზები, რომლების განმავლობაში მაღალ პრესინგს იყენებენ. არ ვფიქრობ, რომ შაბათს საღამოს 90 წუთის განმავლობაში პრესინგს გამოიყენებენ, მაგრამ დაცვაშიც 90 წუთი არ იჯდებიან".

"ზაბიცერი კიდევ რაღაც დროს გამოტოვებს. კიმიხი მომდევნო კვირის განმავლობაში დაგვიბრუნდება. ჩუმო მოტინგი კარანტინს მხოლოდ უარყოფითი ტესტის შემდეგ დატოვებს. სტანიშიჩი ახლო მომავალში ტრავმის გამო ვერ დაგვეხმარება. გორეცკას შანსები 60/40-ზეა. ვნახოთ, ტკივილები თუ შეაწუხებს. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა, ყველა 100%-ით უნდა იყოს მზად. მუსიალა გორეცკას პოზიციაზე კარგად გამოიყურებოდა".

"ზულეს მდგომარეობას დავხედავთ. ბილეფელდთან პავარმა კარგად ითამაშა. ტანგი გუნდთან ერთად გაემგზავრება. ზარრი განაცხადში არ შევა".

"იმედი მაქვს, რომ გორეცკა თამაშს შეძლებს. სამწუხაროა, რომ ორი საყრდენი კიმიხის და ზაბიცერის სახით დავკარგეთ. იმ შემთხვევაში, თუ ლეონი მინდორზე ვერ გამოვა, მაშინ მუსიალას ან როკას გამოვიყენებთ".

"ტოლისოს რამდენიმე ტრავმა ჰქონდა. მე მას მაღალი დონის ფეხბურთელად ვთვლი. ბილეფელდთან ძალიან კარგად ითამაშა. 93 წუთის განმავლობაში ბოლომდე იხარჯებოდა".

"საღამოს შევნიშნე, რომ ოდნავ უფრო მეტად ვარ დაძაბული, ვიდრე სხვა შეხვედრების წინ. დორტმუნდის წინააღმდეგ ცუდი სტატისტიკა მაქვს, მაგრამ რამდენიმე ემოციური გამარჯვება მოპოვებული მაინც მაქვს. ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი მატჩია. დორტმუნდი კარგ სეზონს ატარებს. მოლოდინი ძალიან დიდია. დორტმუნდში პოზიტიური დაძაბულობით გავემგზავრებით".


03-12-2021