სხვა ამბები

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ნოერის და მუსიალას სტატისტიკა

მანუელ ნოიერი 9 გზის გერმანიის ჩემპიონია. არც ერთ მეკარეს ამ მაჩვენებლისთვის ჯერ არ მიუღწევია. 23 ოქტომბერს 35 წლის კაპიტანმა ბუნდესლიგაში საკუთარი 300-ე გამარჯვება იზეიმა (უკვე 303). უფრო მეტი მოგება მხოლოდ ოლივერ კანს აქვს 310, მაგრამ ახლანდელ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ნოიერზე 107 მატჩით მეტი ჩაატარა - 557-450-ზე.

2021 წლის 20 აპრილს ნოერმა ლაიპციგთან მატჩში 200-ე "მშრალი" შეხვედრა ჩაატარა (ახლა უკვე 206). ამ მაჩვენებლით კაპიტანი ყველაზე წინ არის. მეორე ადგილზე ოლივერ კანია - 196 "მშრალი" მატჩი.

7 ივნისს ლატვიასთან შეხვედრაში ნოიერმა ნაკრების რიგებში 100-ე მატჩი ჩაატარა (ახლა უკვე 108). მეკარეებს შორის ეს საუკეთესო მაჩვენებელია. მეორე ადგილზე 95 შეხვედრით ზეპ მაიერია.

2021 წლის 23 თებერვალს ჯამალ მუსიალამ ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო გოლი მიითვალა (ლაციოსთან, 4:1). მან ეს 17 წლის და 363 დღის ასაკში მოახერხა, რაც ბაიერნის ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია.

2021 წლის 17 აპრილს ვოლფსბურგთან მატჩში მუსიალამ პირველი დუბლი მიითვალა (3:2). მაშინ შემტევი მხოლოდ 18 წლის და 50 დღის იყო, რაც კლუბის ისტორიაში ასევე საუკეთესო მაჩვენებელს წარმოადგენს.

2021 წლის 25 მარტს ნაკრებში მუსიალას დებიუტი შედგა. ჯამალი 18 წლის 27 დღის იყო. მანშაფტის ისტორიაში უკანასკნელი 75 წლის განმავლობაში უფრო ახალგაზრდა დებიუტი მხოლოდ უვე ზეელერს ჰქონდა (17 წელი, 345 დღე).

მუსიალა ნაკრების მაისურში სადებიუტო გოლი 2021 წლის 11 ოქტომბერს მიითვალა (ჩრდ.მაკედონიასთან 4:0). მან ეს 18 წლის და 227 დღის ასაკში მოახერხა. უფრო ახალგაზრდა სადებიუტო გოლის გამტანი ნაკრებს 1910 წელს ჰყავდა - 17 წლის და 241 დღის მარიუს ჰილერი.


29-11-2021