სხვა ამბები

ახალი ამბები

ბაიერნმა პირველი ადგილი დაიბრუნა

მეხუთე წუთზე მომენტი თომას მიულერს შეექმნა, მაგრამ მცველმა დარტყმას გადაეღობა. ბილეფელდი კონტრშეტევებზე გადადიოდა, უპამეკანო და პარტნიორები საფრთხის განეიტრალებას ახერხებდნენ. მიულერის მაკრატელა მეკარემ კუთხურზე მოიგერია. ზანეს ძლიერი დარტყმა - ისევ მეკარე, ისევ კუთხური. დეივისის გარღვევა და დარტყმა, მაგრამ მეკარე ისევ აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე. ლამაზი კომბინაციის შემდეგ დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა, მაგრამ ბურთი მცველს მოხვდა და კუთხურზე გადავარდა. ლევანდოვსკი შორეულ კუთხეს უმიზნებდა, ბურთი მცველს მოხვდა და კუთხურზე გადავიდა. გორეცკა ცენტრფორვარდის პოზიციაზე აღმოჩნდა, მაგრამ ბურთს კარგად ვერ დაეუფლა. ლევანდოვსკის თავური დარტყმის შემდეგ ბურთი კარებს ოდნავ ასცდა. დეივისმა გაისროლა, მეკარემ კუთხურზე მოიგერია. დიდი უპირატესობის მიუხედავად, ბაიერნმა პირველი ტაიმის ანგარიშით 0:0 დაასრულა.

მეორე ნახევრის დებიუტშივე ზანე ერთი-ერთზე გავიდა, მაგრამ კარებს ბურთი ააცილა. მშვენიერი კომბინაციის შემდეგ მიულერმა ხელსაყრელ პოზიციაში ბურთს ფეხი ვერ გაარტყა. ზანეს დარტყმა კარებს დიდი მანძილის სცდება. 57-ე წუთზე ზანემ ხელსაყრელი პოზიციიდან შორეულ კუთხეს ააცილა. ლევანდოვსკის მორიგი თაური დარტყმა კარებს ზემოდან ასცდა. როგორც იქნა, 73-ე წუთზე ზანემ ძლიერი დარტყმით ანგარიში გახსნა, 1:0! კომანის გასროლის შემდეგ მეკარემ ბურთი კუთხურზე მოიგერია. ბაიერნი მეტოქე დიდ ზეწოლას ახდენს, ერთი ეპიზოდში ბილეფელდი ხარიხამ გადაარჩინა. ბაიერნმა პირველი ადგილი დაიბრუნა. ერთ კვირაში რეკორდმაისტერი დორტმუნდს დაუპირისპირდება.


27-11-2021