სხვა ამბები

ახალი ამბები

ნაგელზმანის წინა სამატჩო კომენტარები

"მწყობრში ჩადგომის შემდეგ ზულემ და სტანიშიჩმა კარგად ივარჯიშეს. მაგრამ მათი მინდორზე გამოსვლა ჯერ ადრეა. ლიუკა ჩვეულებრივ რეჟიმში ვარჯიშობს. ლეონმა ოდნავ ადრე დაასრულა, თავი დავიზღვიეთ უბრალოდ".

"გნაბრის, მუსიალას და კიუზანს ტესტზე უარყოფითი პასუხი მოუვიდათ. პარასკევს ღამე კარანტინის ვადა ამოუწურებათ. შაბათს გუნდს შეუერთდებიან, მაგრამ სასტარტო შემადგენლობაში მათი გამოსვლა ნაადრევია. მიუხედავად ამისა, შემადგენლობაში 3 ფეხბურთელით მეტი გვეყოლება, რაც დადებითი ფაქტია".

"ზაბიცერს კუნთებთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს. მას 2 კვირის გამოტოვება მოუწევს. ზარს ასევე კუნთები აწუხებს, თამაშს ვერ შეძლებს. კიმიხს და ჩუპო მოტინგს Covid19 აქვთ".


26-11-2021