სხვა ამბები

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

მიმდინარე კალენდარულ წელს ბაიერნმა 101 ბურთი გაიტანა, ამით გუნდმა კიოლნის 1977 წლის რეკორდი გაიმეორა. იმ შემთხვევაში, თუ რეკორმაისტერი იგივი შედეგიანობას გააგრძელებს, მაშინ ბილეფელდთან მატჩის შემდეგ ბაიერნი ბუნდესლიგის ახალ რეკორდს დაამყარება, რადგანაც გერმანიის ჩემპიონატის უკანასკნელი 59 მატჩის განმავლობაში მიუნხენელები მინიმუმ ერთ ბურთს იტანდნენ.

ბუნდესლიგის ისტორიაში გასვლაზე ბილეფელდი ლიდერს მხოლოდ ერთხელ მოუგო: 1971 წლის თებერვალში გლადბახს (2:0).

შაბათს საღამოს თომას მიულერი ბუნდესლიგის ფარგლებში საკუთარ 396-ე შეხვედრას გამართავს. ამ მაჩვენებლით შემტევი ფრანც ბეკენბაუერს გაუტოლდება. ბაიერნის რიგებში უფრო მეტი მატჩი ზეპ მაიერს (473),"კაჩე" შვარცენბექს (416) და კლაუს აუგენტალერს (404) აქვთ ჩატარებული.

საშინაო 18 შეხვედრიდან რეკორდმაისტერი მეტოქეს 14 მოუგო (3 ფრე და მარცხი). მაგრამ ალიანც არენაზე უკანასკნელი მატჩი ანგარიშით 3:3 დასრულდა. ბილეფელდმა მიუნხენიდან პირველად 1985 წლიდან ქულის წამოგება მოახერხა.

1979 წლიდან დაწყებული ბაიერნი ბილეფელდს ჩატარებულ 15 საშინაო შეხვედრაში მინიმუმ ერთ ბურთს უტანს (საშუალოდ ერთ მატჩში 2,7 გოლი).


26-11-2021