სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ზორგი: "ნაკრები ძალიან მოტივირებულია"

"რამდენიმე ფეხბურთელის დაკარგვა პრობლემას წარმოადგენს, მაგრამ წარსულში ამას კარგად ვუმკლავდებოდით. წარმატებული შედეგის მისაღწევად საკმაოდ ძლიერ შემადგენლობა გაგვაჩნია. ბოატენგს გრიპი აწუხებდა, მაგრამ დღეს კარგი ანალიზები ჰქონდა. ვფიქრობ, რომ კვირის ბოლომდე მწყობრში ჩადგება. ბაიერნის ფეხბურთელები საუკეთესო განწყობაზე ვერ იქნებიან, მაგრამ ძალიან გამოცდილები არიან. წარუმატებლობასთან გამკვლავება შეუძლიათ. ერთა თასის შეხვედრებში გამარჯვებების მოპოვება მათ ძალიან წაადგება. ჰოლანდიის ნაკრებში ცვლილებებია. აქცენტი ახალგაზრდა ფეხბურთელებზე გააკეთეს. ეს სვლა ძალიან მომწონს. უკანასკნელ ორ ტურნირზე ვერ მოხვდნენ, მაგრამ სერიოზული მეტოქის სტატუსი არ დაუკარგავთ. ჩვენი ნაკრები ძალიან მოტივირებულია", აღნიშნა მარკუს ზორგმა.


10-10-2018