სხვა ამბები

ახალი ამბები

მატჩისშემდგომი ციფრები და რიცხვები

უკანასკნელი 14 წლის განმავლობაში ბაიერნმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფი მე-12-ედ მოიგო. ტურნირის ისტორიაში ჯგუფში პირველი ადგილი რეკორდმაისტერმა მე-18-ედ დაიკავა. უფრო კარგი მაჩვენებელი ბარსელონას აქვს (21), რომელსაც ნაგელზმანის შეგირდები 8 დეკემბერს უმასპინძლებენ.

ჩემპიონთა ლიგაზე რეკორდმაისტერი მინიმუმ ერთ ბურთს უკვე 27 მატჩის განმავლობაში იტანენ. ამ შეხვედრებში მიუნხენურმა გრანდმა მეტოქეებს 90 ბურთი გაუტანა. ტურნირის ეს ყველაზე გრძელი სერიაა.

5 ტურის შემდეგ ბაიერნმა 15 ქულა უკვე მესამედ მოიპოვა. 2013/14 წწ. რეკორდმაისტერი ტურნირს ნახევარფინალში გამოეთიშა, 2019/2020 წწ. მიუნხენელებმა ტიტული მოიგეს. მიმდინარე გათამაშებაში ნაგელზმანის შეგირდებმა უკვე 19 გოლი მიითვალეს.

მიმდინარე ტურნირის პირველ ტაიმებში მიუნხენელებმა 7 ბურთი შეაგდეს. მონაწილე გუნდებს შორის ეს საუკეთესო მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ 5-დან 4 მატჩში ბაიერნს პირველი ტაიმების განმავლობაში გოლი არ მიუღია.

ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში მანუელ ნოიერმა 124-ე შეხვედრა ჩაატარა. ამ მაჩვენებლით ბაიერნის კაპიტანი ჯიჯი ბუფონს დაეწია. რეკორდი იკერ კასილასს ეკუთვნის (177). მიმდინარე ტურნირში კინგზლი კომანმა თავისი პირველი გოლი გაიტანა. სამშაბათს საღამოს კიევში მალიკ თილმანმა ტურნირში დებიუტი იზეიმა.


24-11-2021