სხვა ამბები

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

კიევში ქულის აღების და ბარსელონას მიერ ბენფიკასთან ქულების დაკარგვის შემთხვევაში, ბაიერნი ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებს. რეკორდმაისტერი ჯგუფს მე-18-ედ მოიგებს, უფრო კარგი მაჩვენებელი მხოლოდ ბარსელონას აქვს (21).

უკანასკნელ 3 შეხვედრაში ბაიერნი მინიმუმ ოთხ ბურთს იტანს (5:0 კიევთან და ბენფიკასთან 4:0 და 5:2). იგივე სერია მიუნხენურ გრანდს თითქმის 50 წლის წინ 1972 წელს ჰქონდა. იმ შემთხვევაში თუ კიევში ბაიერნი ისევ მინიმუმ 4 ბურთს გაიტანს, მაშინ ნაგელზმანის შეგირდები ისტორიულ რეკორდს დაამყარებენ.

მიმდინარე გათამაშებაში ბაიერნმა უკვე 17 ბურთი შეაგდო. კიეველებს კი ასევე როგორც მალმიოს ბურთი გატანილი ჯერ არ აქვთ.

4 მატჩში კიეველებმა მეტოქეების კარების მიმართულებით მხოლოდ 4 დარტყმა განახორციელეს. მაგალითად, მარტო ლევანდოვსკიმ 12 დარტყმა შეასრულა.
ჩემპიონთა ლიგის უკანასკნელ 8 შეხვედრაში ლევანდოვსკი მინიმუმ ერთ ბურთს იტანდა. სამშაბათს გოლის შემთხვევაში, პოლონელი 2020 წლის საკუთარ რეკორდს გაიმეორებს - ზედიზედ 9 მატჩში გატანილი ბურთი.

ბაიერნმა კიევის დინამოს 7 შეხვედრიდან 5 მოუგო (ფრე და მარცხი). მაგრამ კიევში ბოლო დუელი დინამოელების სასარგებლოდ დასრულდა, 2:0 (2000 წელი).

გასვლით შეხვედრებში რეკორდმაისტერი წაუგებელი სერია უკვე 20 მატჩს შეიცავს - 16 მოგება და 4 ფრე. უკანასკნელად ბაიერნი პსჟ-სთან დამარცხდა - 0:3 (2017 წლის სექტემბერში).


22-11-2021