სხვა ამბები

  • 30-11--0001

ახალი ამბები

მიულერმა იუბილე იზეიმა

პარასკევს გვიან საღამოს თომას მიულერმა ბაიერნის მაისურში საიუბილეო 600-ე შეხვედრა ჩაატარა. ამ მაჩვენებლით შემტევი კლუბის ისტორიაში სამეულში შევიდა. უფრო მეტი შეხვედრა მხოლოდ ოლივერ კანს და ზეპ მაიერს აქვთ ჩატარებული. მაგრამ ნუ გვავიწყდება, რომ კანის და მაიერის განსვავებით თომასი მინდვრის ფეხბურთელია.

ბაიერნში დებიუტი მიულერმა 2008 წლის 15 აგვისტოს იზეიმა. 600 ჩატარებულ მატჩში თომასმა 220 ბურთი გაიტანა და 231 საგოლე გადაცემა შეასრულა. ბაიერნთან ერთად მიულერმა ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოიგო, ასევე 10-ჯერ გერმანიის ჩემპიონი და ასევე უამრავი ტიტულის მფლობელი გახდა.


21-11-2021