სხვა ამბები

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ნაგელზმანის წინა სამატჩო კომენტარები

"ბაიერნს მსოფლიოში საუკეთესო მეკარე ჰყავს. სანამ ნოიერი ჯანმრთელია კარებს დაიცავს. მისი თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ".

"დეივისი და ჩუპო მოტინგი გუნდს მხოლოდ ხუთშაბათს შეურთდნენ. ვარჯიში გამოტოვეს, მაგრამ აუგსბურგში გუნდთან ერთად გაემგზავრებიან. ვფიქრობ, რომ დეივისი სასტარტო შემადგენლობაში არ გამოვა".

"კომანს კუნთებთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს. აუგსბურგთან მატჩს გამოტოვებს. თავის დაზღვევა გვსურს".

"ზულეს Covid19-ის მცირე სიმპტომები აქვს. 14-დღიანი კარანტინის შემდეგ დაგვიბრუნდება".

"მე მხოლოდ სპორტული საკითხები მეხება. აუგსბურგისთვის გუნდს მთელი სერიოზულობით მოვამზადებ".

"პარასკევს საღამოს მეტოქე დაცვაში ჩადგება და კონტრშეტევებზე გადასვლას ეცდება. წარსულშიც ბაიერნის წინააღმდეგ ამ სტილს იყენებდნენ".

"ლეონ გორეცკა მწყობრშია. სამჯერ ივარჯიშა. პრობლემები არ აწუხებს. თამაშს შეძლებს".


18-11-2021