სხვა ამბები

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

აუგსბურგი ბაიერნისთვის ერთ-ერთი საყვარელი მეტოქეა. 20 შეხვედრიდან რეკორდმაისტერმა მეტოქეს 16 მოუგო (2 ფრე და 2 მარცხი). გასვლით შეხვედრებში მიუნხენელებმა აუგსბურგი 8-ჯერ დაამარცხეს (ფრე და მარცხი).

მიმდინარე ჩემპიონატის 11 ტურში ბაიერნმა 40 გოლი მიითვალა, რაც რეკორდია. ბურთების შეფარდება +29-ს შეადგენს. იგივე მაჩვენებელი რეკორდმაისტერს 2015/16 წწ. სეზონში ჰქონდათ - 33:4.

თომას მიულერი 600-ე შეხვედრას ჩაატარებს. ზეპ მაიერის და ოლივერ კანის შემდეგ ეს მესამე მაჩვენებელია. მაგრამ მიულერი პირველი მინდვრის ფეხბურთელი იქნება, რომელიც ამ შედეგს მიაღწია. 11 ტურის შემდეგ თომასს უკვე 8 საგოლე გადაცემა დაუგროვდა. უკეთესი შედეგი მხოლოდ კევინ დე ბროინეს ჰქონდა - 2014/15 წწ. 11 ტურის შემდეგ 9 ასისტი.

გასვლითი შეხვედრების ფარგლებში ლევანდოვსკიმ აუგსბურგ ყველაზე მეტი ბურთი გაუტანა (10). მიმდინარე ჩემპიონატის 11 ტურის შემდეგ პოლონელს უკვე 13 გოლი დაუგროვდა. უკეთესი შედეგი თავდასხმელს მხოლოდ 2019/20 წწ. სეზონში ჰქონდა (16).

იულიან ნაგელზმანმა საკუთარ გუნდებთან (ჰოფენჰაიმი და ლაიპციგი) აუგსბურგის წინააღმდეგ 11 შეხვედრა ჩაატარა და აქედან მეტოქეს 9 მოუგო (2 ფრე).


18-11-2021