სხვა ამბები

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ჰანზი ფლიქის წინა სამატჩო კომენტარები

"ბევრი ფეხბურთელი გამოვიძახეთ, მაგრამ ტრავმების და Covid19-ის გამო რამდენიმე მოთამაშე გამოგვაკლდა. თავდასხმელის პოზიციაზე თამაში ბურქჰარდტს და ნმეჩას შეუძლიათ. ასევე კევინ ფოლანდი გამოვიძახეთ, რომელიც კარგ კონდიციებში იმყოფება. ტიმო ვერნერი მატჩს გამოტოვებს".

"ნაკრებში პოზიტიური განწყობა სუფევს. ვარჯიშებმა კარგად ჩაიარეს. მატჩს მოუთმენლად ველით, რადგანაც იოაჰიმ ლიოვის გაცილება შედგება".

"წინა შეხვედრაში ლიჰტენშტაინმა ჩვენთან ბოლომდე იბრძოლა. ხუთშაბათსაც მეტოქისგან სიურპრიზებს ველოდებით. მიუხედავად ამისა, ტრიბუნებზე შეკრებილ გულშემატკივრებს კარგი ფეხბურთი უნდა ვაჩვენოთ".

"წლის ბოლომდე ორივე მატჩის მოგება გვსურს. 27 მოპოვებული ქულა ჩვენთვის დასახული მიზანი იქნება. ყველა ფეხბურთელს ვაკვირდებით, ახალწვეულების მოსვლით მოხარულები ვართ".


10-11-2021